2019 წლის 10 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
თითოეულ გუნდი ხუთი სტუდენტით იყო წარმოდგენილი.
დაძაბულ ორთაბრძოლაში ტოლი არავის დაუდეს მომავალმა იურისტებმა და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლაგურაშვილი (კაპიტანი), ირაკლი ტალიკაშვილი, ქეთი ასლანიშვილი, ვახტანგ მთიულიშვილი.
თითოეულ მათგანს საჩუქრად POWER BANK გადაეცათ.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.