დღეს, 2023 წლის 1 მაისს, გურამ თავართილაძის სახეობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სტუმრობდნენ..
შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახური ყოველწლიურად აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომლის შედეგადაც, საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულია 202 სტაჟიორი, რამდენიმე მათგანი კი უკვე მენეჯერულ პოზიციასაც იკავებს.
სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ თეორიული ცოდნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და გაიარონ პრაქტიკული კურსი საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში
სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟიორებს ეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე.
სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები:
- ლევან ძნელაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
- ელისო ბერიძე-კრავეიშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი;
- ბესიკ ციხელაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი;
- თეა ვარდიაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- გუგა თავბერიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი;
- ზვიად ჭილაია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი;
- გიორგი უძილაური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.