კურსდამთავრებულები და მეგობრები
მარიამ კუტალია
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.
ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე.
განცხადებები
ახალი ამბები
სტუდენტური პირველობა მინი ფეხბურთში
ს.ს. „ქართული ფოლადის“ ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებს შორის მინი ფეხბურთში სტუდენტური პირველობა ტარდება.
ტურნირის მიზანია: სტუდენტური ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია; ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა - ჯანმრთელი თაობის აღზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენა და წახალისება.
ტურნირში ათი უმაღლესი სასწავლებლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს და დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად. თითოეული ჯგუფიდან, ნახევარფინალში, ორ-ორი გუნდი გადის და საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაშიც ისინი შეეცილებიან ერთმანეთს.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი „B“ ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები არიან კავკასიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების საფეხბურთო გუნდები.
პირველი შეხვედრა, რომელიც 2011 წლის 2 მაისს გთსუ-ის საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდთან გამართა და დამარცხდა ანგარიშით 2:4; მეორე შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის თანატოლებთან გთსუ-ის საფეხბურთო გუნდის წევრებისათვის წარმატებული აღმოჩნდა და მატჩი მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
2011 წლის 29 მაისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.