გუშინ, 3 ოქტომბერს, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა.
კონფერენციაში ოთხი უნივერსიტეტის: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
სტუდენტურ კონფერენციაზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები ანა ჩატინიანი („თანამედროვე ინტეგრაციული ბლოკი და მათი ეფექტიანობა გლობალურ მსოფლიოში“; ხელმძღვანელი: პროფ. ლალი ჩაგელიშვილი) და გურანდა გოგინაშვილი („ფოტო, როგორც დამოუკიდებელი კონტენტი“; ხელმძღვანელი: პროფ. მარინე ვეკუა); სამართლის ფაკულტეტს კი ანა გვენცაძე („არბიტრაჟის უპირატესობა სასამართლო განხილვასთან მიმართებით“; ხელმძღვანელი: პროფ. ნიკოლოზ ფიცხელაური) და ეკატერინე ლაღიძე („კანონის უკუძალის პრობლემა იურისპრუდენციაში აქსიომა თუ კანონმდებლის ნება“; ხელმძღვანელი: პროფ: გივი ლობჟანიძე) წარმოადგენდნენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლევან ჯანგულაშვილი.
დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.