2017 წლის 16 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის" ინიციატივით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია სახელწოდებით "აფხაზეთი ჩვენი ტკივილია", რომელიც 1993 წლის 16 მარტს აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან გამართულ ბრძოლას მიეძღვნა.
მომხსენებლებმა ამ თარიღთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს დამსწრე აუდიტორიას.
მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვიდა პროფესორი ვალერი ვაშაკიძე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცათ.
აფხაზეთში მდინარე გუმისთასთან მომხდარი ბრძოლიდან 24 წელი გავიდა.