გუშინ, 19 თებერვალს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდნენ.
თბილისის მერის თქმით, „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა, ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს.
მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის.
ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული”.
სამუშაო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზურაბ შანშიაშვილი.