უნივერსიტეტის მესვეურებმა და სტუდენტებმა იაპონელი ხალხისადმი სოლიდარობისა და თანადგომის ნიშნად სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
თანადგომა იაპონელ ხალხს
2011 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მესვეურნი და სტუდენტები ორთაჭალაში იაპონიის საელჩოს ესტუმრნენ და იაპონელი ხალხისადმი სოლიდარობისა და თანადგომის ნიშნად სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და თანადგომა გამოუცხადა იაპონელ ხალხს.