მემორანდუმის მიზანია თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდა
26 თებერვალი 2014
2014 წლის 26 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იღებს ვალდებულებას, გამოყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილი სხდომათა დარბაზები უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად; უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უმაღლესი სასწავლებლის მიერ მომზადებული საქმეების ანალიზების განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას; ხელს უწყობს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებას და ასე შემდეგ.
თავის მხრივ, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან სასამართლო პრაქტიკაში პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე, სასამართლო მეგობრის ფუნქციის შესრულების მიზნით; უზრუნველყოფს საკუთარი აკადემიური პერსონალის მიერ სასამართლოში საჯარო ლექციების ჩატარებას აქტუალური სამართლებრივი ან ორგანიზაციული კომპეტენციის შესახებ; სასამართლოს მოხელეებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურის შიდა მონაცემთა ბაზით; ასევე უზრუნველყოფს სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტში დაგეგმილი საჯარო საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ და სხვა.