2015 წლის 11-15 მაისს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სასჯელის დანიშვნის პერსპექტივები გერმანიასა და ირანში“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი და ირანელი პროფესორები. კონფერენციაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე, რომლის მოხსენების თემაც იყო „სასჯელის დანიშვნის საკითხი“.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.