მემორანდუმის ფარგლებში ლექციათა სრული კურსი, დაახლოებით, ასმა მსჯავრდებულმა გაიარა.
ახალი ამბები
მადლობა რეფორმაში შეტანილი წვლილისათვის
2011 წლის 26 აგვისტოს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და მეთოდებით რუსთავის მე–16 დაწესებულების მსჯავრდებულებმა მცირე ბიზნესის მართვის, უცხო ენისა (ინგლისური) და ინფორმატიკის შესწავლის მიზნით ლექციათა კურსი გაიარეს.
მსჯავრდებული პირებისათვის პროფესიული განათლების მისაღებ ლექციათა კურსს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები უძღვებოდნენ.
მემორანდუმის ფარგლებში ლექციათა სრული კურსი, დაახლოებით, ასმა მსჯავრდებულმა გაიარა.
ამ დღეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, პენიტენციალური სისტემის საგანმანათლებლო რეფორმაში შეტანილი წვლილისათვის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს მადლიერების დასტურად სერტიფიკატი გადასცა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან გაგრძელდება.