კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ამერიკელმა პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

4 მაისი 2011

2011 წლის 4 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მთავარი მრჩეველი, ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ მორგან სტრომე ეწვია, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის საქართველოში საგადასახადო სისტემაში გატარებული რეფორმების საქმეში.

იგი იყო ბარენცის ჯგუფის წევრი. 2002-2007 წლებში ბატონი სტრომე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და საგადასახადო ადმინისტრირების პროექტებს. მისი რეკომენდაციების საფუძველზე მნიშვნელოვნად გამარტივდა ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები, რის შედეგადაც საქართველომ, მსოფლიო ბანკის გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ბიზნესის დაწყების პარამეტრების მიხედვით 112 ადგილიდან მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ პროექტად ჩაითვალა.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გთსუ-ის რექტორმა პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და ისაუბრა ბატონი სტრომეს ღვაწლზე საქართველოს საგადასახადო სისტემაში გატარებული რეფორმების საქმეში; თქვა, რომ ბატონი სტრომე პირველი უცხოელი ექსპერტია, რომელიც დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.

ამერიკელმა პროფესორის საჯარო ლექციის თემა იყო „დაგეგმვა, საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში“. მან ლექციის დასაწყისში მიმართა სტუდენტებს, თუ რომელი თემა აინტერესებდათ ყველაზე მეტად, რის შემდეგაც გამოიკვეთა სტუდენტთა ინტერესი.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ, თუ როგორ მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო სამსახური.

ჩარლზ მორგან სტრომემ უპასუხა შეკითხვებს; ისაუბრა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადასახადების დაგეგმვის სისტემის შესახებ, ყურადღება გაამახვილა ევროპულ კანონმდებლობაზე საგადასახადო სფეროში.

ლექციას გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.