კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

საქმიანი შეხვედრა სტუდენტებთან

10 აპრილი 2012
2012 წლის 10 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტორს, ბატონ ზაზა კიკვაძეს მასპინძლობდნენ.

თავდაპირველად სტუმარმა უნივერსიტეტის შენობა, კრიმინალისტიკური, რადიო და ტელე ლაბორატორიები, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი დაათვალიერა, შემდგომ კი საკონფერენციო დარბაზში მომლოდინე სტუდენტებს შეხვდა.

ბატონმა ზაზა კიკვაძემ ისაუბრა კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ შექმნის ისტორიაზე, გაწეულ საქმიანობაზე, დაძლეულ პრობლემებზე, კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს ხსენებული კომპანია.

ბატონმა ზაზამ ის ინიციატივაც გააჟღერა, რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია:

თუ მომავალი მარკეტოლოგი ხარ და თუ გსურს გახდე უფრო წარმატებული, იმუშაო ბრენდზე, რომელსაც 120 წლის ისტორია აქვს, ბრენდზე, რომელიც შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, მაშინ კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ ატარებს კონკურსს; ,,ჩემი ბორჯომი“.

სწორედ ამ ახალი ინიციატივის გაცნობა გახდა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სტუმრობა ჩვენს უნივერსიტეტში.


ქალბატონმა ნანიკო კუპრაშვილმა სტუდენტებს კონკურსის პირობები გააცნო:

  • კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 10.000 აშშ დოლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდის წარმდგენი უმაღლესი სასწავლებელი დასაჩუქრდება 5 000 ლარით;
  • კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტმა უნდა წარმოადგინოს მაქსიმუმ ხუთი სტუდენტისაგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი 2012 წლის 20 აპრილამდე;
  • კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტების გუნდებს, მაისის თვეში, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენლები წაიყვანენ ბორჯომში, სადაც სტუდენტები დაათვალიერებენ
    "ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანას. კომპანიის
    წარმომადგენლები ადგილზე გააცნობენ სტუდენტებს ,,ბორჯომის“ ისტორიას და კომპანიის გეგმებს, რის შემდეგაც სტუდენტებს მიეცემათ მარკეტინგული ტიპის დავალება;
  • დავალების მიღების შემდეგ სტუდენტები დაბრუნდებიან თბილისში და მათ მიეცემათ სამი თვე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) სამუშაოს შესასრულებლად;
  • დავალების შესრულებისას კრეატიული მიდგომისაგან გუნდები შეზღუდულები არ იქნებიან;
  • სამუშაო შესრულებული უნდა იყოს Microsoft Power Point Presentation ფორმატში.