გამარჯვებულთ საპატიო სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ.
ახალი ამბები
კონკურსი: „სიცოცხლე ხარობს მშვიდობით, მშვიდობა სიყვარულია“
მიმდინარე წელს საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 20 წელი შეუსრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო ასოციაციის გამგეობამ საუკეთესო ესეს გამოსავლენად ჩაატარა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები.
კონკურსის დევიზი იყო „სიცოცხლე ხარობს მშვიდობით, მშვიდობა სიყვარულია“.
კომპეტენტურმა ჟიურიმ, შეაფასა ახალგაზრდების შემოქმედება და გამარჯვებულნიც გამოავლინა.
კონკურსში მონაწილე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ტოლი არ დაუდეს თავიანთ თანატოლებს, საუკეთესონი იყვნენ კონკურსზე და, შესაბამისად, საპრიზო ადგილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი წილად ხვდა სალომე გორგოშიძეს; მეორე ადგილზე გავიდნენ მარიამ ბაქრაძე და ნინო მაჭავარიანი; მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ: გვანცა დემეტრაშვილი, ნინო ოთარაშვილი და მაგდა ამონაშვილი.
გამარჯვებულთ საპატიო სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ.