ამერიკელმა სტუმრებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად დიდძალი ლიტერატურა გადასცეს.
ახალი ამბები
საჩუქარი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას
2012 წლის 6 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს „ამერიკის ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის“ წევრები და საქართველოში „ამერიკული წიგნის კლუბის“ დამფუძნებლები სტივენ ჰილისი და სტეფან მოლსი ესტუმრნენ და უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკას საჩუქრად დიდძალი ლიტერატურა გადასცეს.
არჩევანი მართლაც რომ დიდია.
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მათთვის საჭირო ლიტერატურას. აქვეა მხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანიც, მრავალტომეული ტენისის შტატის სასამართლო პრაქტიკიდან და იურიდიული სასწავლო ლიტერატურა, ასევე ენციკლოპედიები, თანამედროვე კლასიკური ინგლისურენოვანი პოპულარული პერიოდული გამოცემები და ა. შ.
სტუმრები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს შეხვდნენ.
საქართველოში „ამერიკული წიგნის კლუბის“ დამფუძნებლებმა უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.
პროექტს, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრი" (cesec) ახორციელებს.