თითოეულ გუნდს მოწინააღმდეგესთან ცხრა მატჩის ჩატარება მოუწია.
ახალი ამბები
ფინალური მატჩი: უკომპრომისო და არათანაბარი ბრძოლა
2012 წლის 28 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტადიონზე მინი ფეხბურთის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.
ტურნირში სულ ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
თითოეულ გუნდს მოწინააღმდეგესთან ცხრა მატჩის ჩატარება მოუწია და ფინალშიც ერთმანეთის პირიპირ ის ორი გუნდი წარდგა, რომლებმაც სატურნირო ცხრილში პირველი ორი ადგილი დაიკავეს.
თავად ფინალური მატჩი უკომპრომისო და არათანაბარ ბრძოლაში ჩატარდა.
გამარჯვებულმა გუნდმა მოწინააღმდეგე გამანადგურებელი ანგარიშით 12:2 დაამარცხა და ერთგვარად რევანშიც კი აიღო საკვალიფიკაციო შეხვედრაში 7:5 წაგებული მატჩის გამო.
გამარჯვებული გუნდის წევრებს (ოთარ დევაძე; გეგა მაღრაძე; გიორგი ჩიკვაიძე; ბაჩო ლებანიძე; აკაკი ძიმისტარიშვილი; ლაშა გოგობერიშვილი) თასი და სერტიფიკატები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.