სტუმრებმა ვიზიტის საქმიან მხარესა, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა ბიბლიოთეკის მხარდაჭერის საკითხებზე
2012 წლის 15 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების ცენტრის წარმომადგენლები პროფესორები ჯონ კრისტინსენი (აშშ), მონიკა ორტალე (აშშ) და ანდრეას კნობელსდორფი (ჰამბურგის უნივერსიტეტი) სტუმრობდნენ.
სტუმრები, სამუშაო ფორმატის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს შეხვდნენ. მათ ვიზიტის საქმიან მხარესა, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის რექტორმა სტუმრებს უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის, სასწავლო პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და სტილის, სტუდენტური ცხოვრებისა და ყველა იმ სიახლის შესახებ მოუთხრო, რომელიც ხორციელდება უმაღლეს სასწავლებელში.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდაჭერას იურიდიული ლიტერატურით.
სამუშაო შეხვედრის დროს სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა იმ თემებისა და პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, რომელთა გამოსწორება კიდევ უფრო ქმედითსა და მოქნილს გახდიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საქმიანობას.
მხარეებმა ისაუბრეს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე როგორიცაა ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, წიგნადი ფონდი, ტექნიკური საშუალებები, თემატური ტრენინგები, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების საბიბლიოთეკო საქმიანობის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სხვა.
საუბრის დასრულების შემდგომ სტუმრებმა უნივერსიტეტის შენობა, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.