კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

19 აპრილი 2011

2011 წლის 19 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტთა ჩართულობა პროგრამების გაცნობა-განხილვაში და კონცენტრაციების არჩევა.

სტუდენტებს პროგრამები გააცნეს ცალკეული კონცენტრაციების ხელმძღვანელებმა: ლ. ჩაგელიშვილი - ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის მიმართულებით; მ. უკლება - ტურიზმი; ნ. ბაგრატიონი - ფინანსები; კ. ჩაგელიშვილი - მარკეტინგი.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციფიკას, რომელიც ძირითად სპეციალობათა კონცენტრაციების პარალელურად, დამატებით სპეციალობასა და თავისუფალი კომპეტენციების კონცენტრაციასაც ითვალისწინებს.

საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა სტუდენტებს თავისუფალი კომპეტენციების არჩევითობის პრინციპი გააცნო.