კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

სემინარი აკადემიური პერსონალისათვის

2 თებერვალი 2011


2011 წლის 2 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი სასწავლო პროცესის ხელმძღვანელებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის თემაზე: „უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო და საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების გზამკვლევი“.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაია უკლებამ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: „კომპეტენციები და სწავლის შედეგები“. ყურადღება გამახვილდა მონიტორინგის შედეგად  პროგრამებსა და სილაბუსებში გამოვლენილ ხარვეზებზე.

სემინარის მონაწილეებს მიეცათ რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების შედგენისას.

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პროფესორ ლალი ჩაგელიშვილის საპრეზენტაციო თემა იყო “საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შედგენის გზამკვლევი“. მომხსენებელმა ყურადღება გამაახვილა იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც სილაბუსებში, ასევე საგანმანათლებბლო პროგრამებში.

დაინტერესებულ პირთ გაეცათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და დაურიგდათ საინსტრუქციო მასალა.