კონფერენციაზე ოთხი სექცია იყო წარმოდგენილი.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი
ფარმსახლი, კომერციული დირექტორი
2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.
ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი.
მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.
GTUNI ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.
გირჩევთ, ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ ამ უნივერსიტეტის სახელი.
განცხადებები
ახალი ამბები
ახალი ამბები
უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა
2013 წლის 24 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს პროფესორმა დალი ჩიკვილაძემ და ნიკო ნიკოლაზის სახლმუზეუმის დირექტორმა ლია ბიბილეიშვილმა.
კონფერენციაზე ოთხი სექცია იყო წარმოდგენილი: ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი, საზოგადოებრივი მეცნიერებები.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულის პრეზენტაცია, ხოლო უნივერსიტეტის ფოიეში - ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
25 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეები ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის საზოგადოებას შეხვდებიან.
სამეცნიერო კონფერენციის დახურვა ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში (დიდი ჯიხაიში) შედგება.