კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

4 მაისი 2011

2011 წლის 4 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაში ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდა.

მეორე ტურში გასულ სტუდენტებს ამჯერად საკუთარი ცოდნა ინგლისურ ენაზე მეტყველებაში, გამოთქმაში და ზეპირ აზროვნებაში უნდა გამოევლინათ.

ოლიმპიადის კომისიის კომპეტენტურ წევრებთან ერთად მეორე ტურს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საბოლოო შედეგების მიხედვით, სტუდენტურ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
  1. ბასილიძე ლადო - (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი; პირველი კურსი);
  2. ბაკურაძე ელენა - (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი; მეორე კურსი);
  3. ყიფშიძე სოფიკო - (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი; პირველი კურსი).