კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

ბიზნეს ოლიმპიადაში გამარჯვებულნი გამოვლინდნენ

28 მაისი 2013

2013 წლის 28 მაისს დასასვენებელ კომპლექს, სასტუმრო „ლოპოტაზე“ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა ბიზნეს ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა.

ფინალურ ტურში ერთმანეთს გუნდები „არაფერი“ და „სმარტი“ დაუპირისპირდნენ.

ფინალში გუნდებმა მათ მიერ უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის ჩატარებული მარკეტინგული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, საკუთარი ნაფიქრალი გახსნილად და თამამად თქვეს და კარგი მომზადების დონეც აჩვენეს.

იყო კითხვები და სტუდენტთა მიერ არგუმენტირებული პასუხებიც. იყო საკითხებისადმი არაორდინალური, ახალგაზრდული და, ხშირ შემთხვევაში, არაჩვეულებრივი და უცნაური მიდგომებიც.

ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით, გამარჯვება ბიზნეს ოლიმპიადის ფინალური ტურის მონაწილე ორივე გუნდის წევრებს ხვდათ წილად: გიორგი ქიმერიძე, სალომე კაპანაძე, ნინო მჭედლიშვილი, საბა კაჭკაჭაშვილი, ელენე თაყაიშვილი, სალომე ასლანიკაშვილი.

და კიდევ ერთი, გადაწყდა, რომ მომავალ წელს ანალოგიური კვლევებისათვის გრანტი დაწესდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას.

იხილეთ ფოტო გალერეა...