კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ბიზნეს ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებული გამოვლინდა

15 მაისი 2013


2013 წლის 14 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნეს ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა.

ოლიმპიადაში უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას: „სმარტი“, „ ნოსტრა კასო“ და „არაფერი“.

გუნდებს პირველ ტურში უნივერსიტეტის (გთსუ) ცნობადობის დასადგენად მარკეტინგული კვლევის ანალიზი უნდა წარმოედგინათ.

მარკეტინგული კვლევის ჩასატარებლად ოლიმპიადაში მონაწილე გუნდის წევრებს წინასწარ უნდა შეედგინათ კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიდებოდა გამოკითხვის საბოლოო შედეგი.

გუნდებმა დამსწრე აუდიტორიას საინტერესო პრეზენტაციები წარმოუდგინეს და ჟიურის წევრების კითხვებსაც უპასუხეს.

დარბაზის სიმპათიებიც თავიდანვე გამოიკვეთა.

თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა ოლიმპიადის ჟიურის წევრებმა თქვეს და, დამსახურებისამებრ, საბოლოო ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: გუნდი „არაფერი“ (გიორგი ქიმერიძე; ნინო მჭედლიშვილი; სალომე კაპანაძე) – 145 ქულა; „სმარტი“ – 130 ქულა და „ნოსტრა კასო“ – 120 ქულა.

გუნდები რამდენიმე კრიტერიუმით ფასდებოდა: პროექტის დამუშავების დონე, კლევის დონე, დროის ფაქტორი, ლაკონურობა და პრეზენტაციის უნარი.

ბიზნეს ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდის ვინაობა 28 მაისს, ფინალურ ტურში გამოვლინდება.