ოლიმპიადის მონაწილეებს 51 ქულიანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
ოლიმპიადაში გამარჯვებულთ სერტიფიკატრები გადაეცათ
2012 წლის 30 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაში ოლიმპიადა ჩატარდა.
ოლიმპიადა on-line რეჟიმში მიმდინარეობდა.
ტესტი 100 ქულიანი იყო. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა და ტესტის შესავსებად სტუდენტებს 45 წუთი ჰქონდათ მიცემული.
ოლიმპიადის ჩატარების წესის თანახმად, ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებს 51 ქულიანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
უცხო ენის ოლიმპიადაში ადგილები ასე გადანაწილდა:
- ბასილიძე ლადო - 78 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- ხოფერია თამარი - 70 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- თაყაიშვილი ელენე - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- ანა ჭოჭუა - 67 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- რევაზ კაკაბაძე - 67 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- ჭანიშვილი ლიკა - 68 ქულა (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
- კიკალიშვილი გვანცა - 52 ქულა (სამართლის ფაკულტეტი).
ოლიმპიადაში გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.