2018 წლის 9 მარტს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტ გოგონებს ,,EAST POINT“- ის ბოულინგის კლუბ ,,ლებოვსკი’’-ში უმასპინძლა.
შეჯიბრებაში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების 70-მდე გოგონა იღებდა მონაწილეობას.
ტურნირში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ხუთი სტუდენტით იყო წარმოდგენილი.
ფინალურ ტურში გთუნის ორი სტუდენტი ანა ჯინჯოლია და თინათინ ბაბლუანი გავიდნენ.
საბოლოოდ მეორე ადგილი - 119 ქულით, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტმა თინათინ ბაბლუანმა დაიკავა.
ვულოვაცთ თინათინს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.