კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ჩერეკ ბუსტრა – უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

13 ოქტომბერი 2011

2011 წლის 13 ოქტომბერს ინჰოლანდის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) დოქტორს, ბატონ ჩერეკ ბუსტრას, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტლებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილმა უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავისი პირადი პატივისცემა და მადლიერება ბატონი ჩერეკისადმი.
საზეიმო ცერემონიალი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და ისაუბრა ბატონი ჩერეკის იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა და დამკიდებულების შესახებ, რომელიც 2006 წლიდან მომდინარეობს და დღემდე წარმატებულად გრძელდება.
ბატონი ჩერეკის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია უკლებამ. მან ხაზი გაუსვა ბატონი ჩერეკის, როგორც პროფესიონალის, კოლეგის, პედაგოგის, მრჩევლისა და მეგობრის იმ თვისებებს, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ჰოლანდიელი სპეციალისტის ქართველი კოლეგებთან თუ სტუდენტებთან ურთიერთობას და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება და ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.