დღეს, 2022 წლის 22 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ძალზედ საინტერესო მასტერკლასი სახელწოდებით ,,აბრეშუმის გზა -საქართველოს ახალი შესაძლებლობები გლობალური ლოჯისტიკის გზაზე“ ჩატარდა.
მასტერკლასს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: თორნიკე ჩახვაშვილი - კომპანია TAI (Tegeta Automotive Imports) დირექტორი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- აზია-ევროპის გადაზიდვების მიმოხილვა;
- საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა;
- სახმელეთო დერეფანი და საქართველოს როლი როგორც გზაგამტარი;
- პირველი სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთ-საქართველოს შორის (პრაქტიკული მაგალითები);
- საქართველოს პოტენციალი როგორც ევროპის მიმწოდებელი;
- კონკურენტი გზები და ჩრდილოეთის დერეფნის მიმოხილვა;
- საქართველოს პოტენციალი გლობალურ ლოჯისტიკაში.