2011 წლის 16-20 თებერვალს სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის
ბაკურიანში ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით
ტრენინგების ციკლში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მაია უკლება და ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ლალი ჩაგელიშვილი მონაწილეობდნენ.
ტრენინგების პირველი ციკლი - „საგანმანათლებლო პროგრამების
შემუშავება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად“ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნის
ძირითადი მიზნებისა და ჩარჩოდან გამომდინარე მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი აკადემური
საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი აკადემიური საგანმანათლელო
პროგრამებისა და სილაბუსების შემუშავების საკითხების განხილვას მიეძღვნა.
ტრენინგების მეორე ციკლი - „აკრედიტაციის სტანდარტების
შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადება“ ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის
რეკომენდაციებსა და აკრედიტაციის სტანდარტების პროექტების განხილვას დაეთმო.
სემინარში მონაწილე უცხოელმა ექსპერტებმა ტრენინგის
მონაწილეებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის, სტრუქტურის, სწავლების
შედეგებისა და სასწავლო დატვირთვის განაწილების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი
ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
ტვინინგის პროექტის გერმანელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს
სტანდარტების შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადების დასავლური გამოცდილების
მაგალითები.
შემაჯამებელ სესიაზე, ტრენინგებზე დაგროვილი გამოცდილების
გათვალისწინებით, აკრედიტაციის სტანდარტების პროექტის მოდიფიცირება განხორციელდა.