ახალი ამბები

ტრენინგი: ადამიანური რესურსების მართვის საკითხები

15 ოქტომბერი 2012

2012 წლის 15 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა ჰოლანდიელი სპეციალისტის, უნივერსიტეტის კონსულტანტის პიტერ კატის მიერ ორგანიზებული ტრენინგის კურსი „ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში“.

ტრენინგი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად და რამდენიმე თემით შემოიფარგლა.

კერძოდ:

შესავალი: „საგანმანათლებლო პროცესის მართვა“;

ძირითადი კურსი: „ადამიანური რესურსების მართვა და განათლების ხარისხი“.

ტრენინგის მონაწილეები, სწავლების პროცესში, შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: მართვა და მართვის ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორები; ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განვითარება, სტრატეგიები, პროცედურები და პროგრამები; მოტივაცია; კორპორატიული კულტურა; ცვლადი გარემოს მენეჯმენტი; დასაქმებულთა ინტერესები და პერსონალური განვითარების ხარისხი; პოტენციური რისკების ანალიზი; დაცვის სისტემები და მათი მართვა; პასუხისმგებლობა სტუდენტთა და თანამშრომელთა დაცვაზე; ინსპექტირება და ანგარიშვალდებულება და ა. შ.

სასწავლო კურსის გავლის ნიშნად, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.