კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

სასწავლო შეხვედრა პროფესიონალთან

25 მარტი 2011

2011 წლის 25 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა მორიგი სასწავლო შეხვედრა თავისსავე ყოფილ კოლეგასთან - ვახტანგ კობაიძესთან - გამართეს.

შეხვედრა უშუალო და საინტერესო გამოდგა.

ვახტანგ კობაიძემ მომავალ ჟურნალისტებს საკუთარი ცხოვრების ის ეპიზოდები გააცნო, რომელთაც მისი პროფესიული არჩევანი, მისი, როგორც სპეციალისტის, პროფესიული ზრდა და ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბება ჰქვია.
ვახტანგ კობაიძის, როგორც ჟურნალისტის, კურთხევა რადიოს სახელს უკავშირდება. თუმცა, თავისი მართალი სიტყვა არც ბეჭდურ მედიას და არც ტელეეთერს არ მოჰკლებია. ძირითადად ხელოვნებაზე, კულტურასა და თეატრზე წერდა, კრიტიკულ თემებზეც მუშაობდა და იქაც თავისი სიტყვა თქვა.

თუმცა, პროფესიულ საქმიანობაში იყო სასიამოვნო და უსიამოვნო მომენტებიც.

არც პირველი ინტერვიუ დავიწყებია და საქვეყნოდ ცნობილი მსახიობისაგან - ვერიკო ანჯაფარიძე - მიღებული დედაშვილური სითბო და გულისხმიერება დღემდე ახსოვს.

ნანობს, რომ ვერ შედგა ინტერვიუ ქართული ფეხბურთის კორიფე ნოდარ ახალკაცთან.

ბატონმა ვახტანგმა მომავალ კოლეგებს თავის საქმეში პრინციპულობა, კომპეტენტურობა, პირად ღირსებასა და თავმოყვარეობაზე მუდმივი ფიქრი და ზრუნვა სთხოვა. ამასთან ერთად, მოუწოდა ახალგაზრდებს, იზრუნონ ზოგად განათლებასა და ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე და კიდევ ერთი: ემსახურონ თავის ხალხსა და ქვეყანას და სადაც არ უნდა მოუწიოთ მოღვაწეობა, თქვან მხოლოდ სიმართლე.