დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტო“-ს ფუნქციებთან დაკავშირებით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრეფიკინგის, როგორც დანაშაულის და მისი ფორმების შესახებ, ასევე საქართველოში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების თაობაზე.
შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისების და სხვა შემთხვევების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდნენ: თამილა სანიკიძე - „ქ. თბილისის ტრეფიკინგი და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ უფროსი და ამავე დაწესებულების იურისტი - ეკატერინე ბართაშვილი.