დღეს, 2019 წლის 31 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა და ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა.
სტუმარმა ისაუბრა ზოგადად პლაგიატის, ანტიპლაგიატის პროგრამის მოთხოვნებისა და გამოყენების, მსგავსების აღმოჩენის მექანიზმებსა და პრევენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს დაწვრილებით მოუთხრო ანტიპლაგიატის პროგრამის (URKUND) თაობაზე და გააცნო თავად ნაშრომის ანალიზის პროცესი.
ტრენინგის მიმდინარეობის პერიოდში დაისვა შეკითხვები და მიღებულ იქნა კვალიფიციური პასუხები.