18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში, 22 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, www.finedu.gov.ge - ფინედუს ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა.
ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის მთავარი თემა ფინანსური უსაფრთხოებაა. წლევანდელი კამპანიის დევიზია - "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები.
სპიკერმა ისაუბრა ფულის ბიუჯეტირებაზე, ფულის დაზოგვასა და ფინანსურ უსაფრთხოებაზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საგანმანათლებლო მასალა და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.