დღეს, 2021 წლის 25 მაისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,განათლების სფეროში პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა და მისი განვითარების საფეხურები".
ტრენინგზე ბევრი საინტერესო თემა იქნა განხილული:
- პროფესიონალიზმის დონეები;
- პერსონალური ბრენდის სტრუქტურა;
- A წერტილის აუდიტი;
- პერსონალური ბრენდის აქტივაციის სტრატეგია;
- სირთულეები და პრობლემები პერსონალური ბრენდის აქტივიზაციის პროცესში;
- პერსონალური ბრენდის იმიჯის შენება სხვადასხვა კონტაქტის წერტილებზე.
ტრენინგს უძღვებოდა მერი ტარიელაშვილი - ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი, ბიზნეს ტრენერი და საერთაშორისო კარიერული განვითარების ასოციაციის წევრი.