მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში“.
მონაწილეთ მიეცათ შესაძლებლობა, დაწვრილებით გაცნობოდნენ ინოვაციურ პლატფორმებს და, ტრენინგზე მიღებული ცოდნით, კიდევ უფრო მიმზიდველი, მოქნილი და შემოქმედებითად საინტერესო გაეხადათ მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობა.
ტრენინგს უძღვებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი - ელი ელისაშვილი.