დღეს, 2022 წლის 3 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა სერტიფიცირებული ტრენინგი სახელწოდებით „ინტერპერსონალური ურთიერთობები“.
ტრენინგი განკუთვნილი იყო ფსიქოლოგების, სპეციალური პედაგოგების, მაღალი კლასებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგების, სოციალური მუშაკებისა და, ზოგადად, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ტრენინგს უძღვებოდნენ ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნონა ახალაშვილი და პოზიტიური ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი ლალი ბრაგვაძე.
მონაწილეებს, თეორიულ მასალასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ:
- საულ როზენცვაიგის მეთოდიკის - „ფრუსტრაციისადმი მიდრეკილების განსაზღვრა კომიქსების დახმარებით“ - ორივე ვარიანტი, როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის;
- სიუზენ დელინგერის ფსიქოგეომეტრიული ტესტი, რომლის შედეგების ფსიქოდიაგნოსტიკური სიზუსტე 85%-ს აღწევს.
ტრენინგი მომზადდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს მიერ.