ახალი ამბები

ტრენინგი: პრაგმალინგვისტიკის როლი ბიზნეს და იურიდიულ დისკურსში

21 დეკემბერი 2024

2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,პრაგმალინგვისტიკის როლი ბიზნეს და იურიდიულ დისკურსში: პრაგმატული მიდგომები საკომუნიკაციო სტრატეგიაში".

შეხვედრაზე განხილული იყო ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება ბიზნეს და იურიდიულ გარემოში.

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიურ ფორმატში და სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს მეტყველება პროფესიულ დისკურსიებსა და საქმიანობაში.

ტრენერი: თედო შარადენიძე – მოწვეული ლექტორი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU), ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი, ამერიკული სკოლის Nike-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.