დღეს, 2018 წლის 12 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის თემა იყო „პიროვნება და ლიდერობის უნარები" (Personality&Leadership).
ტრენინგს უძღვებოდა ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, გთუნის საპატიო დოქტორი, ბატონი ჩერეკ ბუსტრა.
13 და 15 ნოემბერს ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორი გთუნის სტუდენტებს შეხვდება.