გუშინ, 2019 წლის 28 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ტრენინგი სახელწოდებით „21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ბავშვებისათვის“ ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და არტ თერაპევტი ლიკა ლაჩაშვილი.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- 5 - 6 წლის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები. ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ან შეფერხების მიზეზები და გარემოებები;
- მასწავლებლის და მშობლის გადამწყვეტი როლი ასაკობრივ განვითარებაში;
- მითები და რეალობები ფსიქო სოციალური განვითარებისას;
- მე - კონცეფცია და თვითშეფასება;
- ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და მისი პრინციპები;
- პრევენცია და ინფორმაცია ქცევისა და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევის აღმოსაჩენად;
- სწავლის დაგეგმვა სკოლისთვის მზაობის ჯგუფში;
- ბაზისური არითმეტიკის სწავლების სტრატეგიები;
- მშობლიური ენა და ფონემატური სავარჯიშოები.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.