2023 წლის 13 ივლისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა(ყოფილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) სკოლის პედაგოგებისთვის ორგანიზებულ სასერტიფიკატო ტრენინგის - ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში” მონაწილეებს უმასპინძლა.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
- ნინო ქიტოშვილი - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი;
- ნათია ობგაიძე - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი, კომპანია GRC ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი, პალიტრას პრაქტიკული აკადემიის ტრენერი, ტრენერთა სოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.