15 თებერვალს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა სრულად დაფინანსებული სასერტიფიკატო ტრენინგი სკოლის პედაგოგებისთვის ,,რთული ქცევის მართვა სასკოლო ასაკის ბავშვებში“.
ტრენინგი შედგებოდა ორი მოდულისგან:
- პედაგოგიკა და სასკოლო ასაკის ბავშვის თავისებურებები/განვითარების საჭიროებები;
- სასკოლო ასაკის ბავშვთა ქცევის თავისებურებები და მათი მართვა.
განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:
- სასკოლო ასაკის განვითარების ეტაპები, საჭიროებები და სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში პედაგოგიკის როლი.
- ქცევის სირთულეები და მართვის სტრატეგიები.
- მოსწავლეთა სწავლის თავისებურებები და ინტერესები.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
- ნინო ქიტოშვილი - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი, ალტერნატიული განათლების მკვლევარი.
- ნათია ობგაიძე - გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, GIU-ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი.