ახალი ამბები

ტრენინგი: პედაგოგიური ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

7 ივნისი 2021

2021 წლის 31 მაისსა და 7 ივნისს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში, სპეციალურად ფსიქოლოგებისათვის მომზადებული, ტრენინგი სახელწოდებით ,,პედაგოგიური ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება" ჩატარდა.





ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, გაცნობოდნენ და პრაქტიკულად შეესწავლათ:
  • რენე ჟილის მეთოდიკა;
  • PARI
  • ფილიპსის სასკოლო შფოთვის ტესტი;
  • მოზარდის პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური ტიპის დადგენის ხერხი;
  • პედაგოგების და მშობლების ფსიქოკონსულტირების მეთოდები და ტექნიკა.
ტრენინგი განკუთვნილი იყო საბავშვო ბაღების, სკოლების ფსიქოლოგებისთვის, სპეციალური პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ბავშვების, მოზარდებისა და მშობლების ფსიქოკონსულტანტებისთვის.

ტრენინგის თეორიული კურსი გაჯერებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი და ლალი ბრაგვაძე - პოზიტიური ფსიქოთერაპევტი და ფსიქოკონსულტანტი.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.