ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ახალი ამბები
ტრენინგი საარჩევნო თემებზე
29 აპრილი 2014
2014 წლის 28-29 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი სახელწოდებით „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს.
სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია ისეთ თემებზე როგორიცაა არჩევნები, არჩევნების ტიპები, რა არის თვითმმართველობა, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, თვითმმართველობის ორგანოები, საარჩევნო უფლებები, საარჩევნო ოლქები, საკრებულოს შემადგენლობა, საარჩევნო სისტემა და სხვა.
ყველაზე მეტად ტრენინგის მონაწილეთა ინტერესი კითხვამ: თანახმა ხართ თუ არა, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო გამოიწვია და ცხარე კამათიც გაიმართა.ორივე მხარემ თავისი არგუმენტები წარმოადგინა, მაგრამ კონსესუსის მიღწევა მაინც გაჭირდა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.