დღეს, 2023 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „სამოტივაციო წერილის მომზადება საერთაშორისო პროექტებისთვის“.
ტრენინგს უძღვებოდა ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად ტექნიკებსა და ნიუანსებზე, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია კვალიფიციური და წარმატებული სამოტივაციო წერილის მოსამზადებლად.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური წრის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.