დღეს, 2019 წლის 6 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის სახელწოდება იყო „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.
ტრენინგის განმავლობაში ირაკლი იადონიძემ ისაუბრა არჩევნების არსსა და მნიშვნელობაზე, განმარტა თვითმმართველობა და თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, ვრცლად ისაუბრა საარჩევნო უფლებებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის თაობაზე.