გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები წარმეტებით მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
სულ შეჯიბრში მონაწილეობას იღებს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული რვა გუნდი.
პირველი ტური თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა, სადაც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაამარცხეს თანატოლები საქართველოს უნივერსიტეტიდან და ნახევარფინალურ ტურში გავიდნენ.
ნახევარფინალური შეხვედრას თბილისის სააპელაციო სასამართლომ უმასპინძლა. პროცესს უძღვებოდა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი.
ამჯერად გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) გუნდს დაუპირისპირდნენ, 95 ქულა დააგროვეს და ფინალურ ტურშიც გავიდნენ.
ფინალური ტური მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შენობაში გაიმართება.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სწავლების პირველი სასწავლო წლის სტუდენტები ლანა დოლიძე, თინათინ ნაპირელი და გიორგი მახათაძე წარმოადგენენ.