მიმდინარე წლის 11 -14 დეკემბერს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ღონისძიებებისა და ეფექტური სპორტული კალენდრის შემუშავების მიზნით, დაბა ბაკურიანში ცენტრალიზებული გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები.
აღნიშნულ შეკრებაზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტი ქრისტინე ხვედელიძე.