2019 წლის 20 მაისიდან გთუნიში გერმანელი პროფესორის ლექციათა კურსი მიმდინარეობს.
სალექციო კურსს უძღვება დოქტორი რაინჰარდ პაულინგი.
კურსის სახელწოდებაა „ევროპული სამართალი”.
კურსის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნობიან ევროპული სამართლის შემდეგ საკითხებს:
- ლისაბონის ხელშეკრულება (ძალაუფლების ბალანსი, უფლებათა დელეგირება, გადაწყვეტილებათა დეფიციტი);
- ევროკავშირის პოლიტიკა (შიდა ბაზარი, უსაფრთხოების და თავდაცვის ზოგადი პოლიტიკა და საგადასახადო სისტემა).
სასწავლო კურსი 24 მაისს დასრულდება.