ახალი ამბები

ტურიბას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29 აპრილი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ტურიბას უნივერსიტეტს (რიგა, ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სასწავლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას.

მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა; ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების როგორც ორგანიზება, ასევე ამ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღება; ერთმანეთისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა.