ფინალურ ტურში სამივე ფაკულტეტიდან თითო სტუდენტი გავიდა.
ახალი ამბები
ნიკა ლილუაშვილმა გამარჯვება ამჯერადაც არავის დაუთმო
2013 წლის 17 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეპროექტი „ეტალონი“ მასპინძლობდა.
ეს თამაში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე რიგით მესამე თამაში გახლდათ.
თავისი ცოდნა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, შეჯიბრის სურვილი და სწრაფვა გამარჯვებისათვის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალურ მეციერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებმა – თათია ბუხიაშვილმა, სალომე კაპანაძემ, ნინო მჭედლიშვილმა, სოფო ყიფშიძემ, ბექა დურგლიშვილმა, თორნიკე რაზმაძემ, შმაგი მამისაშვილმა, ნიკა ლილუაშვილმა, ოთარ ჯუგაშვილმა და ოთარ პერტიამ გამოთქვეს.
პირველი ტურის ხუთი შეკითხვის შემდგომ მონაწილეებმა, თითქმის, თანაბარი შედეგები აჩვენეს, მაგრამ შემდგომ, როგორც ჩანს, აზარტში შევიდნენ და ბოლო კითხვამდე დარბაზში მყოფი გულშემატკივრებისათვის გაურკვეველი იყო ნახევარფინალისტთა ვინაობა.
რაც შეეხება ნახევარფინალს, ეს ეტაპი მონაწილეებისათვის კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა და ნახევარფინალურ ტურში ათი მოთამაშიდან ექვსი გადავიდა: თათია ბუხიაშვილი, სალომე კაპანაძე, თორნიკე რაზმაძე, შმაგი მამისაშვილი, ნიკა ლილუაშვილი და ოთარ ჯუგაშვილი.
გადამწყვეტი ტური საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა და ფინალში სამივე ფაკულტეტიდან თითო სტუდენტი – სალომე კაპანაძე (ბიზნესის ადმიისტრირების ფაკულტეტი), ნიკა ლილუაშვილი (სამართლის ფაკულტეტი) და შმაგი მამისაშვილი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) გავიდა.
თითოეულმა მათგანმა ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი თავი და საბოლოოდ მართლაც რომ ღირსეულმა – სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა – ნიკა ლილუაშვილმა გაიმარჯვა და ყოველთვიური სტიპენდიაც დაიმსახურა.
სხვათა შორის, ნიკა ლილუაშვილი 2011 წლის „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახლავთ.