დღეს, 27 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მოსული უფროსკლასელები გაზეთისა და ჟურნალის მომზადების სპეციფიკას ეზიარნენ და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯიც გადადგეს თავიანთი მომავალი საქმიანობის შესწავლის კუთხით.
ჟურნალისტის პროფესიით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ამჯერად თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორმა მარინე ვეკუამ.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები პროფესიული ორიენტაციის პროექტის ფარგლეში ტარდება.